კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეები „ევროპის სპორტის კვირეულს“ შეუერთდნენ
03-10-2019

თბილისის კერძო სკოლა „მერმისის“ მოსწავლეები ყოველთვის ძალიან აქტიურები და წარმატებულები არიან.

მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონდომებით ერთვებიან, რაშიც სკოლის დირექცია ხელს უწყობს.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს შეუერთდა. მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეეჯიბრნენ.

„სკოლა „მერმისი“ ევროპის სპორტის კვირეულს უერთდება. ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულ ოჯახშია“,-აღნიშნეს სკოლის მოსწავლეებმა.

სპორტული აქტივობის გარდა, სკოლის მოსწავლეებმა აფხაზეთში დაღუპული გმირები გაისხენეს და  ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203