ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლაში ქართული ენის წრე „ერთად ვისწავლოთ კითხვა“ მუშაობს.ქართული ენის წრის მუშაობის მიზნები და ამოცანებია:
- მოსწავლეებში გამართული კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება;
- მოსწავლეებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება;
- მოსმენის უნარის განვითარება;
- მოსწავლეების მიერ „დიდი წიგნის“ დამზადება, გაფორმება;
- უცხო ტექსტის გაგება-გააზრება;
- მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავება, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, ანალიზი, გააზრებული კითხვა;
წრე I, II, III, IV კლასების 19 მოსწავლეს გააერთიანებს. წრის ხელმძღვანელი დაწყებითი კლასების პედაგოგი მერი არევაძეა.
შეხვედრები ხუთშაბათობით მე-5 გაკვეთილზე ჩატარდება და 45 წუთს გაგრძელდება.
იხილეთ მათემატიკის წრის თემატურ-კალენდარული მუშაობის
გეგმა.