ნადაბურის საჯარო სკოლაში გერმანული ენის წრე იმუშავებს
03-10-2019
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ნადაბურის საჯარო სკოლაში გერმანული ენის წრე „მოგზაურობა გერმანული ენის სამყაროში“ იმუშავებს.

გერმანული ენის წრის მუშაობის მიზანია:

  • მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება სწავლის ოთხივე კომპონენტში (წერა, კითხვა, ლაპარაკი, მოსმენა);
  • მოსწავლეებისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება;
  • მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება;
  • ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთა ინტერესის გაღვივება ენის სწავლების დროს და ახალი აქტივობების გამოყენება;
  • მოსწავლეებში ისეთი უნარების გამომუშავება, როგორიცაა დამოუკიდებელი აზროვნება, ანალიზი;
  • ინტერაქტიური სწავლების შეცნობა და მისადაგება;
  • მთარგმნელობითი უნარების გამომუშავება;
  • დიალოგების მოწყობა ენობრივი თამაშების მოწყობით;
წრე მე-10 კლასის რვა მოსწავლეს გააერთიანებს. წრის ხელმძღვანელი გერმანული ენის პედაგოგი მარინე გელაშვილია.

შეხვედრები ოთხშაბათობით მე-7 გაკვეთილზე ჩატარდება და 45 წუთს გაგრძელდება.

იხილეთ მათემატიკის წრის თემატურ-კალენდარული მუშაობის გეგმა
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...