ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორმა „ეტალონ მოსწავლეს“ და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს „ეტალონის“ სიგელები საზეიმოდ გადასცა
03-10-2019

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩატარდა, სადაც „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 2019-2020 სასწავლო წლის „ცაგერის ეტალონი მოსწავლე“ ლაცორიის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამუნა სილაგაძე გახდა.

ლაცორიის საჯარო სკოლის დირექტორმა ზაურ გოლეთიანმა, „ეტალონ მოსწავლეს“ და ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს „ეტალონის“ სიგელები საზეიმო ვითარებაში გადასცა.

სკოლა მოსწავლეებს დამსახურებულ წარმატებას ულოცავს და ცხოვრების გზაზე დიდ წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...