საპენსიო ასაკის პედაგოგებს, რომლებიც პროფესიიდან გავიდნენ, სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ
03-10-2019

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსმა პედაგოგებმა, რომლებმაც პროფესიიდან გასვლის სურვილი გამოთქვეს, სახელმწიფო ჯილდო მიიღეს.

სახელმწიფო ჯილდოს მფლობელ, პენსიაზე გასულ პრაქტიკოს პედაგოგებთან შეხვედრა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამართა. მინისტრმა მათ მრავალწლიანი პედაგოგიური საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრას თბილისის, რუსთავისა და მცხეთის პრაქტიკოსი პედაგოგები ესწრებოდნენ. 

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განაცხადეს, სახელმწიფოსგან ჯილდოს აღების სურვილის გამოხატვა საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე ექნებათ.

„პირველ ეტაპზე ექვსი ათასზე მეტმა პედაგოგმა გამოხატა და მათმა უმეტესობამ ჯილდო უკვე მიიღო. მასწავლებლებს ჯილდოს სახით ორი წლის ჯამური ხელფასი და მთელი სიცოცხლის მანძილზე ჯანმრთელობის დაზღვევა გადაეცათ. საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს წლის ბოლომდე ჯოლდოს აღების სურვილის გამოხატვის შესაძლებლობა კიდევ ექნებათ“, - აცხადებენ სამინსიტროს განცხადებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203