დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს
03-10-2019
დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - მარინა შანშიაშვილმა (ინგლისური), რუსუდან ქადაგიშვილმა (ინგლისური), მზია არაბულმა და ნანა ბეგიაშვილმა (დაწყებითები) სტატუსი აიმაღლეს.
პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.