ლიხაურის საჯარო სკოლაში ნაადრევ ქორწინებაზე სოციალური პროექტი განხორციელდა
03-10-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ლიხაურის საჯარო სკოლაში სოციალური პროექტი „ნაადრევი ქორწინება -,,ეს ბედნიერებაა?'' განხორციელდა.

პროექტში სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სოფლის ექიმი, სკოლის მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

პროექტის  მიზანი იყო მოზარდებში ნაადრევი ქორწინების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შესაძლო რისკების და უარყოფითი მხარეებს განსაზღვრა.

პროექტის ხელმძღვანელი ინფორმაციულ-საკომინიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი ხათუნა ცეცხლაძე იყო.

„პროექტი ყველაზე წარმატებული იყო სიმულაციური თამაშების დროს, აგრეთვე ფილმის - „გრძელი ნათელი დღეების“ განხილვისას წამოჭრილი დისკუსიის დროს“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, პროექტის შემაჯამებელი პრეზენტაცია ხალისიანად დამთავრდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...