ხარაგაულის N3 საჯარო სკოლას ოთხი წამყვანი მასწავლებელი ჰყავს
03-10-2019
ხარაგაულის N3 საჯარო სკოლის ოთხ პედაგოგს, მარინე ხვედელიძეს, ნინო ბუაჩიძეს, ქეთევან ჩაჩანიძეს და ნაზი სახვაძეს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
„გამოწვევებს ღირსეულად ვპასუხობთ! უკვე ოთხი წამყვანი მასწავლებელი გვყავს. ეს ცოტა არ არის. მარინე ხვედელიძეს, ნინო ბუაჩიძეს, ქეთევან ჩაჩანიძეს და ნაზი სახვაძეს ვულოცავთ სტატუსის ამაღლებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ. წინ ახალი მწვერვალებია დასაპყრობი!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს