კერძო სკოლა-ლიცეუმი „ცოდნა“ „ევროპის სპორტის კვირეულს“ შეუერთდა
03-10-2019
 თბილისის კერძო სკოლა-ლიცეუმ „ცოდნა“ „ევროპის სპორტის კვირეულს“ შეუერთდა.

კვირის განმავლობაში, დაწყებით საფეხურზე, სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, უფროსკლასელები კი მინიფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის შიდასასკოლო ჩემპიონატში მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით კედლის გაზეთი - „სპორტი“ შეიქმნა. 

სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე დუგლას დგებუაძე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებულ მკლავჭიდის ჩემპიონატში მონაწილეობდა და 19 წლამდელთა შორის II ადგილი დაიკავა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...