ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველ დილით ენერგიულ და სახალისო ცეკვებს ასრულებენ
03-10-2019
დუშეთის მუნიციპალიტეტის ლამოვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ყოველ დილით ენერგიულ და სახალისო ცეკვებს ასრულებენ.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აცხადებს, ხალისიანი დილა ნაყოფიერ საგაკვეთილო პროცესს განაპირობებს.
„ლამოვანის საჯარო სკოლაში ყოველი დილა იწყება მხიარულად. მოსწავლეები გაკვეთილების დაწყებამდე ენერგიულ და სახალისო ცეკვებს ასრულებენ. ამ მხიარულებას ხშირად მასწავლებლები უერთდებიან. ხალისიანი დილა ნაყოფიერ და სასიამოვნო საგაკვეთილო პროცესს განაპირობებს. თითოეული მოსწავლე ყოველ დილით სკოლისაკენ მოიჩქარის“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს