ხაშურის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
03-10-2019

ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ოცნება“ და VI, VII და VIII კლასის მოსწავლეები CENN/USAID ნარჩენების მართვის პროგრამისა და Let,s Do It -ის ერთობლივ დასუფთავების გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ.

„დასუფთავების გლობალურ კამპანიას ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბი შეუერთდა, რომელსაც დახმარება სკოლის VI, VII და VIII კლასის მოსწავლეებმაც გაუწიეს. მადლობა თანადგომისთვის მათ და კლასის ხელმძღვანელებს, ნანა გელაშვილს და ნონა ტეფნაძეს“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

ეკოკლუბს, სახელწოდებით „Green Dream/მწვანე ოცნება“, ბიოლოგიის მასწავლებელი ანა ტაბატაძე ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203