გორის N4 საჯარო სკოლამ საპენსიო ჯილდოზე წარდგენილი მასწავლებლები საზეიმოდ გააცილა
03-10-2019
გორის N4 საჯარო სკოლამ, 30 სექტემბერს, სკოლის საზეიმო გახსნა მოაწყო და საპენსიო ჯილდოზე წარდგენილი მასწავლებლები საზეიმოდ გააცილა.
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში შეკრებილი სასკოლო საზოგადოების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შეასრულეს. პედაგოგები საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგნენ.
სკოლა ჯილდოზე წარდგენილ პედაგოგებს წლების განმავლობაში დაუღალავი და ეფექტური შრომისთვის მადლობას უხდის.