„ეს დღე ოქროს ასოებით ჩაიწერა მათ სასკოლო ცხოვრებაში“ - თბილისის N103 სკოლის პირველკლასელები ქართულ ანბანს ეზიარნენ
03-10-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელემა ანბანის სწავლა მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დაიწყეს. 

აქტივობებს მასწავლებელი ლალი თეთრაძე ხელმძღვანელობდა.

„პირველკლასელთათვის, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, 1-ელი ოქტომბერი განსაკუთრებულ დღედ იქცა და ოქროს ასოებით ჩაიწერა მათ სასკოლო ცხოვრებაში. ისინი პირველად ეზიარნენ ქართულ ანბანს და ამოიკითხეს უტკბილესი ფრაზა „აი ია“.

მათ ხომ სწორედ „ აი ია“.გაუწევს მეგზურობას ქართული ენის საინტერესო და მადლიან სამყაროში. დაე, ჩაწვდნენ ეს პატარები თავიანთი მშობლიური ენის სიღრმესა და სიდიადეს, რათა მათი სახით დედა ენის მომავალი ქომაგები და დამცველები აღიზარდონ“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...