ხულოს მუნიციპალიტეტის, დიაკონიძეების საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებისათვის, ინგლისურ ენაში, თემაზე -„Vocabulary new context“ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული პირველი საწრეო მუშაობა ჩატარდა.
წრის სახელი „We learnt english grammar“ გახლავთ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აქტივობა მშობლების თანხმობის საფუძველზე განხორციელდა და ის ინგლისური ენის პედაგოგმა ჩაატარა.
მოსწავლეები ჩატარებული აქტივობით ძალიან დაინტერესდნენ და საგაკვეთილო პროცესში თითოეული აღსაზრდელი დიდი მონდომებით ჩაერთო.
იხილეთ ფოტოები