ხონის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები გაიმართა
02-10-2019
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლაში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ღონისძიებები ევროპის სპორტის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ის მოსწავლეთა მშობლებისა და თემის უშუალო ჩართულობით გაიმართა.

„ხონის N1 საჯარო სკოლის სპორტის პოლიტიკა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, პოპულარიზაციასა და ამ მხრივ მასობრივი სპორტის განვითარებას ითვალისწინებს. დიდ მადლობას ვუხდით ხონის სპორტის სკოლას მასპინძლობისა და დახმარებისათვის”,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...