ყვარლის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ შესარჩევი ტურის ტესტირებაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ
02-10-2019

ილია ჭავჭავაძის სახელობის ყვარლის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ „ეტალონის“ შესარჩევ ტურში. 

ტესტირების დღესთან დაკავშირებით სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. სკოლაში პირველი ეტაპის ტესტირებას ორგანიზება „ეტალონის“ პედაგოგმა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ ახალ სასწავლო წელს პირველად „ეტალონი“ სკოლებს პირველი ეტაპის ტესტირების 2 მეთოდს სთავაზობს: ონლაინ ან ნაბეჭდი ტესტირების სახით. ტესტირების მეთოდს კი თავად სკოლა არჩევს.

შეგახსენებთ, რომ ახალი სასწავლო წლის განმავლობაში „ეტალონი“ ტრადიციულად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება და 2019-2020 სასწავლო წლის „ეტალონელებს“ გამოავლენს.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...