მარტყოფის N1 საჯარო სკოლის 12- მა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
02-10-2019
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, მარტყოფის N1 საჯარო სკოლის 12- მა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
სკოლა მასწავლებლებს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის მადლობას უხდის.
„ძალიან გაგვახარეს „სტატუსებმა“ სკოლის 12- მა მასწავლებელმა „წამყვანი“ მასწავლებლის კვალიფიკაცია აიმაღლა, რაც დარწმუნებული ვართ სასიკეთოდ აისახება ჩვენი მოსწავლეების შედეგებსა და სკოლის მომავალ წარმატებებზე. ასევე, სასიხარულოა, ის რომ აღნიშნულ მასწავლებლებს ხელფასებიც გაეზრდებათ სკოლა მადლობას უხდის თითოეულ მათგანს პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვისათვის და უსურვებს მომავალ წარმატებებს.
აგრეთვე, დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს: მოსწავლეებს, მშობლებს, კოლეგებს, შეფასების ჯგუფს, მასწავლებლის სახლის დამკვირვებლებს და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელთა საქმიანობამ, მხარდაჭერამ და გადაწყვეტილებებმა განაპირობა ჩვენი პედაგოგების წარმატება“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.