ოყურეშის საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს „ეტალონის“ სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა
02-10-2019
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატებით და სიგელით დაჯილდოვდნენ. 

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები სკოლის დირექტორმა ქეთინო მურცხვალაძემ საზეიმო ვითარებაში გადასცა პირველი ეტაპის ტესტირებაში მონაწილე იმ მოსწავლეებს, ვინც წარმატებით გადალახა 51-ქულიანი ბარიერი.

შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203