ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის 4 პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
02-10-2019
ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს.
სკოლის 4 პედაგოგს - ირინე შარაბიძეს, ნატო ორაგველიძეს, ტატა ხუხუნაიშვილს და ვერიკო ურუშაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს