წაღვერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წმინდა ნინოს მისია განიხილეს
02-10-2019
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მე-9 კლასში თემაზე - „ნინოს ცხოვრებაში“ რელიგიური სიმბოლოების ამოცნობა და განმარტება“ გაკვეთილი ჩატარდა.
გაკვეთილს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მონიკა ჭანტურია უძღვებოდა.
გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს სიღრმისეულად გაეაზრებინათ შესწავლილი ტექსტი და ფაქტობრივი ცოდნა ანა კალანდაძის ლექსთან „მოდიოდა ნინო მთებით“ დაეკავშირებინათ.
მოსწავლეებმა აქტიური ჩართულობით, ანალიზითა და ახალი ცოდნით საქართველოს გაქრისტიანების საწყისები და წმინდა ნინოს მისია განიხილეს და საკითხი შეაჯამეს.