გუმბათის საჯარო სკოლამ სენაკელ მოსწავლეებს უმასპინძლა
02-10-2019
წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლას სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლები და მოსწავლეები ესტუმრნენ.
ორი სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი მიღწევებისა და განხორციელებული პროექტების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და საბოლოოდ, ყველა მათგანი კმაყოფილი დარჩა.
„სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებლები და მოსწავლეები ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019-ის მეორე ადგილის მფლობელები და კიდევ ბევრი გამარჯვებული პროექტის ავტორები არიან“,- აცხადებს გუმბათის საჯარო სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს