თბილისის N45 საჯარო სკოლის ექვს პედაგოგს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
02-10-2019
თბილისის N45 საჯარო სკოლის ექვს პედაგოგს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
„თბილისის N45 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლით ხვდება. პედაგოგებს, მარეხეი ჩიკვაიძეს, თამარ ბერულაშვილს, მარიამ ეფრემიძეს, ინგა ხიბლაშვილს, მაია სულამანიძეს და ნინო დეკანოიძეს ვულოცავთ დამსახურებულ წინსვლას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ და კარიერულ წინსვლაში! ჩვენ ერთად ვაშენებთ მომავლის სკოლას. თითოეულის წარმატება მთელი სკოლისა და მისი გუნდის წარმატებაა“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.