თბილისის N103 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სპორტული აქტივობები ჩატარდა
02-10-2019
თბილისის N103 საჯარო სკოლა მსოფლიო სასკოლო სპორტის კვირეულს შეუერთდა.
27 სექტემბერს, სკოლის სპორტის მასწავლებლების, ეკა ყარყარაშვილისა და ლია ჭყონიას ხელმძღვანელობით, სპორტული აქტივობები ფეხბურთში, ფრენბურთსა და გეზრბენში ჩატარდა.
ღონისძიებაში სკოლის VIII, IX და X კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.