წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
02-10-2019
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღე ღონისძიებით - „შენ - საქართველოს ღია იარავ, თვალო ბეჭდიდან ამოვარდნილო“ გაიხსენეს.
კლასის ხელმძღვანელებმა კლასის საათები ჩაატარეს. საზოგადმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელმა ფიქრია გიორხელიძემ სკოლის სააქტო დარბაზში შეხვედრა მოაწყო, სადაც მოსწავლეებს აფხაზეთის ომის მიზეზებზე ესაუბრა. მოწვეული სტუმრები იყვენენ ნანული კირთაძე და ნელი ხეცურიანი.
Xა კლასის მოსწავლეებმა პრეზენტაციები წარმოადგინეს. შეხვედრის დასასრულს მეორე და მესამე კლასების მოსწავლეებმა აფხაზეთზე სიმღერა შეასრულეს. სიმღერა პედაგოგმა იამზე წულუკიძემ მოამზადა.
სკოლის ფოიეში აფხაზეთის თემაზე შექმნილი პოსტერების გამოფენა მოეწყო.
27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს