აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს ღონისძიებები მიუძღვნეს
02-10-2019
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლაში სოხუმის დაცემის დღეს არაერთი აქტივობა მიეძღვნა.

სკოლის მე-6, მე-7 და მე-9 კლასის მოსწავლეები კლასის დამრიგებლებთან ერთად გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ, სადაც მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

დაწყებითი  კლასის  მოსწავლეებმა  სამშობლოსათვის  დაღუპულებს ლიტერატურული დილა მიუძღვნეს, ხოლო  საშუალო საფეხურის  მოსწავლეებმა-კონფერენცია.

„27 სექტემბერი უახლესი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამიტომაც ქართველები ამ დღეს ვგლოვობთ-მივტირით საქართველოს განუყოფელ ნაწილს და იმ ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ ამ ძმათა შორის სისხლისმღვრელ დაპირისპირებას, რომელსაც რუსეთის იმპერიალისტური ძალები ათწლეულების მანძილზე ამზადებდა. ამ ავად მოსაგონარი 1993 წლის 27 სექტემბრიდან მოყოლებული ქართველი საზოგადოება დიდი გულისტკივილით ყოველ წელს აღინიშნავს ამ დღეს“,- ნათქვამია აფხაზეთის N3  საჯარო  სკოლის განცხადებაში.

27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 26 წელი შესრულდა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...