ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წუთიერი დუმილით დაიწყო
02-10-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის ძირკვაძეების საჯარო სკოლაში ახალი 2019-20 სასწავლო წელი წუთიერი დუმილით დაიწყო.

„ძირკვაძეების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სხვანაირად დაიწყო, პედაგოგებსა და მოსწავლეებს ცრემლები ახჩობდა და ერთიმეორეს ვერ ულოცავდნენ ცოდნის ზეიმს. უმძიმესი დანაკლისის გამო დღევანდელ დღეს ზეიმი ვერ უწოდეს. 25 აგვისტოს ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლემ ამირან თავართქილაძემ სიცოცხლე დაასრულა. ღონისძიების დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მივაგეთ მის ხსოვნას“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

მოსოწავლეებს სკოლა მოწესრიგებული დახვდათ. 

ძირკვაძეების საჯარო სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს  ულოცავს ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებას  და ნაყოფიერ მოღვაწეობას უსურვებს.

„პირნათლად შეგვესრულებინოს ჩვენზე დაკისრებული მისია ბავშვების, ერისა და ქვეყნის წინაშე!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203