მეორე სვირის N1 საჯარო სკოლას რვა წამყვანი მასწავლებელი ჰყავს
02-10-2019
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მეორე სვირის N1 საჯარო სკოლას რვა წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. 

წამყვანი მასწავლებელის სტატუსი პედაგოგებმა ინგა წიგნაძემ, მარეხი ცხადაძემ,  ლიანა ცხადაძემ, ინგა ხეცაძემ, ნანა კოხრეიძემ, მზევინარ ჭირაქაძემ,  მარინა ჯუღელმა და ნინო წაქაძემ მოიპოვეს. 

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს.

„ბედნიერებაა, როდესაც ერთი სკოლის გუნდს რვა წამყვანი მასწავლებელი ჰყავს. ეს მხოლოდ დასაწყისია, ვულოცავთ წარმატებას თითოეულ მათგანს - ინგა წიგნაძეს, მარეხი ცხადაძეს,  ლიანა ცხადაძეს, ინგა ხეცაძეს, ნანა კოხრეიძეს, მზევინარ ჭირაქაძეს,  მარინა ჯუღელს, ნინო წაქაძეს და წინსვლას ვუსურვებთ სკოლისა და ქვეყნის სასიკეთოდ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203