ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს მირანდა ხურცილავას და ეთო ჯიქიას წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
01-10-2019
მოსე ხონელის სახელობის ხონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს, მირანდა ხურცილავას და ეთო ჯიქიას, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
„ვზეიმობთ სრულიად პირველი საჯარო სკოლა. ორი ჩვენიანი წამყვანის სტატუსით გვყავს. ვულოცავთ მირანდა ხურცილავას და ეთო ჯიქიას. წარმატებების ზღვა თქვენთან, ჩვენთან, ჩვენს სკოლაში“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს