ბორბალოს საჯარო სკოლაში ღონისძიება - „აფხაზეთო ტკივილო ჩვენო“ ჩატარდა
01-10-2019
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, ბორბალოს საჯაროს სკოლაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება -„აფხაზეთო ტკივილო ჩვენო“ ჩატარდა.
ღონისძიებას ორგანიზება ისტორიის მასწავლებელმა ცირა ჯელიამ გაუწია.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას, წარმოთქვეს შესაბამისი თემატიკის ლექსები და ჟიული შარტავას შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ნახეს.