სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
01-10-2019
თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნაში" ახალი 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნაზი ნადირაძემ, პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

სკოლის სამმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა.

„2019-2020 სასწავლო წელი, მართლაც, წარმატებით დაიწყო. სკოლის მასწავლებლებს ირინა დოლიძეს და თამარ მაღრაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ, რუსუდან ფარეხელაშვილს კი წამყვანი მასწავლებლის სტატუსი“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

სკოლა ულოცავს მასწავლებლებს სტატუსის მინიჭებას და წარმატებებს უსურვებს.

სკოლის პედაგოიურმა კოლექტივმა თავის ნოვატორ, კომუნიკაბელურ, მზრუნველ და გამორჩეულ დირექტორს მადლობის სიგელი გადასცა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...