ღანირის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ
01-10-2019

სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ღანირის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში მონაწილეობდნენ.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, მოსწავლეებმა მოკრძალებული წვლილი შეიტანეს მსოფლიოს დასუფთავების აქციაში.  

აქციას ლიანა მიქაძე ხელმძღვანელობდა.

„დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება, რომელიც 1992 წელს გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაფუძნდა. ის ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს, ცალკეულ პირებს ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციებისა და შესაბამისი პროგრამების განხორციელებისათვის აერთიანებს“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...