ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
01-10-2019
ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.
სკოლა მათ ამ წარმატებას ულოცავს.
„ვულოცავთ ჩვენი სკოლის პედაგოგებს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის ოფიციალურ მინიჭებას, თუმცა აღვნიშნავ, რომ ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში უკლებლივ ყველა პედაგოგი ოფიციალური აღიარების გარეშეც საუკეთესოა. ყოველწლიურად ამაზე მათი მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები მეტყველებს“,- აცხადებს სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.