წითელხევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყეს
01-10-2019

კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის ბაღდათის მუნიციპალიტეტის, წითელხევის საჯარო სკოლა სწავლის დაწყებას სასიამოვნო განწყობით შეხვდა.

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლამ ახალი სასწავლო წელი დიდი შემართებით დაიწყო.

მოსწავლეებს სიტყვით სკოლის დირექტორმა მიმართა, რომელმაც აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და სკოლის შინაგანაწესი გააცნო.

პირველი კლასის მოსწავლეები ტრადიციულად დასაჩუქრდნენ ბუქებით.

„მივიღეთ ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭები პირველ კლასში“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

საზეიმო შეხვედრის შემდეგ მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად საკლასო ოთახებში დაბრუნდნენ და სასწავლო პროცესს ახალი შემართებით შეუდგნენ.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203