პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ექვსმა პედაგოგმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
01-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის პატარა მეჯვრისხევის საჯარო სკოლის 18 პედაგოგიდან ექვსმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა.
ესენი არიან: ელენე ხუციშვილი-სკოლის დირექტორი, მათემატიკის მასწავლებელი; მზია ელიაური-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ეთერ ელიაური-ისტორიის მასწავლებელი; ეთერ გინტური-ინგლისური ენის მასწავლებელი; ნანა ილურიძე-დაწყებითი კლასების მასწავლებელი; ოფელია უმეკაშვილი-დაწყებითი კლასების მასწავლებელი.
სკოლა თითოეულ პედაგოგს ულოცავს წარმატებას.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს