დერცელის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი გაიმართა
01-10-2019

ადიგენის მუნიციპალიტეტის, დერცელის საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს გამოეხმაურა. 

კვირეულთან დაკავშირებით სკოლის სპორტულ მოედანზე, პედაგოგ ასლან მიქელაძის ხელმძღვანელობით,  სპორტულ-გასართობი შეჯიბრი „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. 

მოსწავლეთა გუნდები „მებრძოლები“ და „გულადები“ ერთმანეთს სისწრაფესა და მოხერხებაში შეეჯიბრნენ. ქულათა რაოდენობას წინასწარ, სპეციალურად შერჩეული ჟიურის წევრები აღრიცხავდნენ. გაიმარჯვეს „მებრძოლებმა“. „გულადებმა“ მეგობრებს გამარჯვება მიულოცეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203