ახალციხის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის წრის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
01-10-2019
ახალციხის N4 საჯარო სკოლის ქართული ენის წრის ,,ვისაუბროთ გამართულად“ ფარგლებში პირველი სამუშაო დღე შედგა.

შეხვედრის თემა იყო „საარტიკულაციო ორგანოების სავარჯიშოები“. შეხვედრის მიზანი კი საარტიკულციო ორგანოების მოძრავი ვარჯიშებით მეტყველებაზე მუშაობა და წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულება.

ქართული ენის წრის ფარგლებში მშობლებთან შეხვედრაც გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო მათთვის წრის შექმნისა და მუშაობის მიზნის გაცნობა და ხელშეკრულებებისა და შეთანხმების გაფორმება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203