გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
01-10-2019
გორის N4 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, წამყვანი მასწავლებლის სტატუსი სკოლის კიდევ 3 -მა მასწავლებელმა მოიპოვა: ნატალია ქარელმა, თინათინ ჩუხრუკიძემ და დარჯან ედილაშვილმა.

სკოლა პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავს და ცხოვრების გზაზე კიდევ უფრო დიდ წარმატებებს უსურვებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203