ბუშეტის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
01-10-2019
თელავის მუნიციპალიტეტის, ბუშეტის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს. 

მანანა ბოჭორიშვილმა მენტორის სტატუსი, ხოლო ლიანა ჩხეტიანმა, ფიქრია წიკლაურმა და გვანცა ჟურულიშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

ამჟამად, 24 მასწავლებლიდან სკოლას 1 მენტორი, 3 წამყვანი და 11 უფროსი მასწავლებელი ჰყავს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203