ვანზომლეთის საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს საზეიმო ვითარებაში შეხვდნენ
01-10-2019
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვანზომლეთის საჯარო სკოლაში ახალი 2019-20 სასწავლო წლის პირველი დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
პირველკლასელებისთვის სწავლის პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მათ პედაგოგმა დეკორატიულად გაფორმებული საკლასო ოთახი და მოწესრიგებული სასწავლო გარემო დაახვედრა.
ვანზომლეთის საჯარო სკოლა ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს ულოცავს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.