ბოსტანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
01-10-2019

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ბოსტანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თამარ კობზონაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა, ხოლო, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ფოთოლა მურუსიძემ და მუსიკის მასწავლებელმა, მაკა თვარაძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს.

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი მასწავლებლებს სტატუსის ამაღლებას ულოცავს, ამასთანავე აღვნიშნავთ, რომ თამარ კობზონაძე ერთ-ერთი პირველი პედაგოგია ამბროლაურის რაიონში, რომელსაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203