წნორის N1 საჯარო სკოლის შვიდმა მასწავლებელმა სტატუსი აიმაღლა
01-10-2019
სიღნაღის მუნიციპალიტეტის წნორის N1 საჯარო სკოლის პედაგოგებს, თამარ ზედელაშვილს და ნინო კოკილაშვილს მენტორის, ელიზა ჩახნაშვილს, მარინა პაპაშვილს, მარინა გოგაშვილს, ეთერ ჩიღოელიძეს და ეკა კუსრაშვილს კი, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.
წნორის N1 საჯარო სკოლა თავი პედაგოგებს და სრულიად საქართველოს ყველა პედაგოგს ულოცავს სტატუსის ცვლილებას.
„წნორის N1 საჯარო სკოლაში ახალი 2019-2020 სასწავლო წელი დიდი წარმატებებით დაიწყო. ვიზიარებთ პედაგოგების დიდ სიხარულს და გზას დავულოცავთ ყველას შემდგომი წარმატებებისაკენ“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს