მასწავლებელთა გამოცდის ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია
2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებული საგნის/პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა ცნობილია.იხილეთ ტესტების მაქსიმალური ქულები და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოცდები 2 ნოემბერს პროფესიული უნარებით დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.
ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ:
- მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ პრაქტიკოს მასწავლებელს;
- ბაკალავრს, მაგისტრს და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ასევე პირს, რომელიც სწავლობს აღნიშნული საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე; ან აქვს სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება;
- მასწავლებლობის მსურველს, რომელსაც დიპლომის საფუძველზე აქვს მასწავლებლობის უფლება, ან სწავლობს აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელ კურსზე.
პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის ყოველი შემდგომი დადასტურება აუქმებს პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას მიღებულ შეფასებას და შესაბამის კრედიტქულებს.საგამოცდო ცენტრები საქართველოს შემდეგ ქალაქებში გაიხსნება:
ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თბილისი, თელავი, ოზურგეთი, ფოთი და ქუთაისი.
შეგახსენებთ, რომ საგნის გამოცდის, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების ტესტირებისათვის პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 10 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბერს დასრულდა.
იხილეთ ასევე:
მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყება - განრიგი როდიდან შეძლებენ საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას აპლიკანტები მასწავლებელთა გამოცდისთვის?რა კრიტერიუმებით შეფასდება ნოემბერში მასწავლებელთა გამოცდის ტესტები? - ბრძანება