საყუნეთის საჯარო სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო
01-10-2019
ახალციხის მუნიციპალიტეტის საყუნეთის საჯარო სკოლაში, 21 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

ბანაკში სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, მშობლებმა და ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებელმა მიიღეს მონაწილეობა.

ბანაკის მონაწილეები სხვადასხვა საინტერესო, შემეცნებითი, სპორტული და მხიარულ აქტივობებით იყვნენ დაკავებულნი. ყოველი დღე განსხვავებული აქტივობებით იყო დატვირთული.

„მონაწილეები ემოციებს ვერ მალავდნენ, ძალიან მოეწონათ საზაფხულო ბანაკი და დიდი მადლობა  გადაუხადეს სკოლის დირექტორს და მასწავლებლებს ასეთი საინტერესო აქტივობების ხელშეწყობისთვის“, - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203