ზერტის საჯარო სკოლის სამმა პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა
01-10-2019
გორის მუნიციპალიტეტის ზერტის საჯარო სკოლის მასწავლებლებს მარინა გოგატიშვილს, მანანა მარანელს და თამილა კაპანაძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

„ზერტის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას ულოცავს მარინა გოგატიშვილს, მანანა მარანელს და თამილა კაპანაძეს და უსურვებს წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში!“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203