ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორმა და მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს
01-10-2019
ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლის დირექტორს, ავთანდილ ძირკვაძეს და დაწყებითი კლასების მასწავლებელს, დავით ხარაბაძეს, უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიენიჭათ.
წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მარინე ჩხიკვაძემ.
„სკოლის პედაგოგები ვულოცავთ ავთანდილ ძირკვაძეს და დავით ხარაბაძეს უფროსის მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, მარინე ჩხიკვაძეს, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას. ვუსურვებთ მათ შემდგომ ნაყოფიერ საქმიანობას და წარმატებებს პროფესიულ კარიერაში“,- ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს