პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგს ლამარა გოცირიძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა
01-10-2019
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, პირველი ობჩის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლამარა გოცირიძემ გარე დაკვირვება წარმატებით გაიარა, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა განახორციელა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლა პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203