აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ
01-10-2019
ვოვა ვეკუას სახელობის აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში დაცული საქართველოს ეროვნული საგანძური.
სკოლის აღსაზრდელები მუზეუმიდან შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდნენ.