ზემო ნატანების საჯარო სკოლაში პროექტი -„ეკოლოგიურად სუფთა გარემო სკოლაში“ ხორციელდება
01-10-2019
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზემო ნატანების საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის სექტემბერში პროექტის „ეკოლოგიურად სუფთა გარემო სკოლაში“ განხორციელება დაიწყო.
პროექტის საშუალებით მოსწავლეები სასკოლო გარემოზე იზრუნებენ და ამ მხრივ საკუთარ პასუხისმგებლობას გაიაზრებენ.
პროექტის ხელმძღვანელი პედაგოგი მარინა ზოიძეა. პროექტში აქტიურად არიან ჩართულები მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეები.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს