დაბაძვლის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად აღნიშნეს
01-10-2019
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დაბაძვლის საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წელის დაწყება განსაკუთრებულად აღინიშნა.
„დაწყებითი კლასის მოსწავლეთათვის ფერადი ბუშტებით და ლენტებით მორთული გარემო მათ თვალსაწიერს დიდხანს გაჰყვება“,- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
სასწავლო წლის დაწყება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით, პირველკლასელს დირექტორმა, მარიამ ქარქაშაძემ, მიულოცა და ლეპტოპი გადასცა.
მეორეკლასელებს პირველი კლასის დამთავრების ალბომები გადაეცათ.
„2019-2020 სასწავლო წელის დასაწყისი კიდევ უფრო გაალამაზეს სტუმრებმა, ქალაქ ტყიბულის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი ლომთაძემ და საწირის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა იზოლდა ნემსაძემ, რომლებმაც პირველკლასელს საჩუქრი გადასცეს და სკოლას წარმატებული სასწავლო წელი და მოსწავლეთა სიმრავლე უსურვეს“, - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს