გორის N12 საჯარო სკოლაში კალათბურთში შეჯიბრი ჩატარდა
01-10-2019
გორის N12 საჯარო სკოლა ევროპის სპორტის კვირეულს (#beactive) აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეებმა და სპორტის პედაგოგმა, ბექა ტატალაშვილიმა, კალათბურთში შეჯიბრი დაგეგმეს. X-XI კლასის მოსწავლეებს შორის თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა და საბოლოოდ, X კლასის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
23-30 სექტემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაციის „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, საქართველოში ევროპის სპორტის კვირეული მეორედ გაიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს